აშშ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს
აშშ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრაღაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ კომპეოს თქმით, აშშ-ის საუკეთესო სურს ბელარუსი ხალხისთვის და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებაც. სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია კონკრეტული გადაწყვეტილება, ის ამ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან მუშაობს.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, თავისუფლებისმოყვარე მეგობრებთან, რომლებიც ზუსტად ისევე არიან შეშფოთებული იმით, რაც მოხდა. ჩვენ კარგი შედეგი გვინდა ბელარუსი ხალხისთვის“, – აღნიშნა პომპეომ.

​წამყვანის კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტას და სანქციებს, პომპეო აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კრიტერიუმი, რისი გაკეთებაც ერთობლივად შეუძლია არა მხოლოდ აშშ-ს ცალმხრივად, არამედ მრავალმხრივი მიდგომით, იქნება ეს სანქციების დაწესება, თუ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა.