ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელად ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დანიშნა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგ სპეციალისტს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ფეხბურთის განვითარების კონტროლი დაევალება.
გარდა ამისა, 70 წლის სპეციალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მწვრთნელებისა და ყოფილი ფეხბურთელების სწავლასა და მათ ჩართვას საფეხბურთო მენეჯმენტში.
შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი განიხილებოდა მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობის კანდიდატად, მაგრამ მოგვიანებით, კლუბთან მოლაპარაკებები უარყო.