არსენ ვენგერი მსოფლიოს ჩემპიონატის წელიწადში ორჯერ ჩატარების იდეით გამოვიდა #1TVSPORT
„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ფიფა-ში ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი ეროვნული ნაკრებების კალენდრის რეორგანიზაციის წინადადებით გამოვიდა.
„მოდით, დავტოვოთ მხოლოდ მნიშვნელოვანი ჩემპიონატები. მოვაცილოთ პარალელური ტურნირები. ხალხს უნდა ესმოდეს, რა ძევს სასწორზე და რომელ თამაშებს აქვს მნიშნვნელობა.
თუ დააკვირდებით გუნდების შემადგენლობებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ნახავთ, რომ საშუალო ასაკი – 27-28 წელია. ტურნირი იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ, ამიტომაც ფეხბურთელებს მისი ისევ მოგების მცირე შანსი აქვთ, რადგან ისინი შემდეგ ჩემპიონატში უკვე 32-33 წლისანი არიან. შესაძლოა, ღირდეს მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ორგანიზება.
მიმაჩნია ასევე, რომ დღეს ფეხბურთელებს სჭირდებათ სრულფასოვანი შვებულება. იმ ფიზიკური დატვირთვებით, რომელიც დღეს აქვთ, მოთამაშეებს უნდა აძლევდნენ ოთხკვირიან პაუზას. ერთ-ერთი გადაწყვეტილება იქნება – კომპაქტურად შედგეს დიდი საერთაშორისო ტურნირების შესარჩევი ციკლები.
სანაკრებო ფანჯრების ოქტომბერში, ნოემბერში, სექტემბერში, ივნისსა და მარტში მოეწყოს, უმჯობესია მთლიანი კვალიფიკაცია ჩატარდეს ან ერთი თვის განმავლობაში ან თებერვლისა და ოქტომბრის ფანჯრებში ჩატარდეს. ამ შემთხვევაში, ფეხბურთელები მარტიდან ივნისამდე საკუთარ თავს კლუბს მიუძღვნიან. ჩვენ მივიღებთ ოთხ ზედმეტ თარიღს“, – განაცხადა ვენგერმა.
უფრო ადრე, 71 წლის სპეციალისტი უეფას ერთა ლიგის გათამაშების შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა, რათა ფეხბურთელების ძალები დაზოგონ.
საერთაშორისო კალენდარში ნებისმიერი ცვლილება უნდა მიიღონ ფიფა-ს აღმასკომზე.