ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კლუბ „არიზონას“ ახალი მფლობელი, მილიარდერი ალექს მერუელო აცხადებს, რომ იგი მიზნად „სტენლის თასის“ მოგებას ისახავს.კლუბს ლიგის მთავარი ტიტული არასდროს მოუგია.
„მე ყველაფრისთვის მზად ვარ, კლუბს შემიძლია დავეხმარო ნებისმიერი გზით, ფინანსური თუ სხვა რესურსით, რათა „არიზონამ“ „სტენლის თასის“ მოგება შეძლოს. მე ძალიან ჩართული ვარ კლუბის ამბებში და ყველაფერს გავაკეთებ მის საკეთილდღეოდ“, – მოჰყავს მფლობელის სიტყვები ნაციონალური ჰოკეის ლიგის გვერდს.
წინა სეზონში „არიზონამ“ დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილი დაიკავა.