ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, „გრონინგენის“ შემტევმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა აღიარა, რომ შეიძლება აღარასოდეს დაბრუნდეს ფეხბურთში. ვეტერანმა დაადასტურა, რომ ტრავმირებულთა სიაში იქნება მინიმუმ 2021 წლის იანვრამდე.
„გავაგრძელებ მუშაობას ჩემს აღდგენაზე და მინდა გუნდთან ერთად ვიყო მინდორზე მომავალ წელს, მაგრამ არ შემიძლია გარანტიის მიცემა, რომ ეს მოხდება. ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მე მინდა“, – თქვა რობენმა, რომელსაც იანვარში 37 წელი შეუსრულდება.
შეგახსენებთ, რომ რობენმა კარიერა ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა. ეს სეზონი მისთვის პირველია ნიდერლანდების ჩემპიონატში 2004 წლის შემდეგ, როცა „ეინდჰოვენი“ დატოვა და „ჩელსიში“ გადავიდა.