ფრანკ დე ბურმა გამორიცხა არიენ რობენის დაბრუნება ნიდერლანდების ნაკრებში #1TVSPORT
ფრანკ დე ბურმა გამორიცხა არიენ რობენის დაბრუნება ნიდერლანდების ნაკრებში #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური გამოეხმაურა 37 წლის ვეტერანის, „გრონინგენის“ ნახევარმცველის არიენ რობენის მზადყოფნას – დაბრუნდეს ეროვნულ გუნდში და დაეხმაროს მას ევროპის ჩემპიონატზე.

„მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“. მაგრამ, ამ მომენტისთვის, ეს გამორიცხულია“, – მოჰყავს დე ბურის სიტყვები Voetbal International-ს.

რობენმა საერთაშორისო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ნაკრებში 96 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.

ერედივიზიონის ბოლო ტურში არიენ რობენმა ორი შედეგიანი პასი შეასრულა და ამის შემდეგ გამოაცხადა ევრო 2020-ზე თამაშის სურვილი.