არიენ რობენმა ევრო 2020-ზე თამაშის სურვილი გამოთქვა [ვიდეო] #1TVSPORT
არიენ რობენმა ევრო 2020-ზე თამაშის სურვილი გამოთქვა [ვიდეო] #1TVSPORT

„გრონინგენის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ სიამოვნებით გაემგზავრება ევრო 2020-ზე ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში, თუ მწვრთნელებისგან შესაბამის მიწვევას მიიღებს.

„ეინდჰოვენის“, „ჩელსის“, „რეალისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი 2019 წელს წავიდა ფეხბურთიდან< მაგრამ 2020 წელს განაახლა კარიერა, როცა შეუერთდა „გრონინგენს“ – კლუბს, რომელშიც კარიერას იწყებდა.

37 წლის რობენმა ტრავმის გამო გამოტოვა სეზონის დიდი ნაწილი, მაგრამ 9 მაისს, პირველად ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა „ემენის“ წინააღმდეგ, რითაც დაეხმარა თავის გუნდს 4:0 მოგებაში.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტმა საერთაშორისო კარიერა 2017 წელს დაასრულა – ჯამში ნიდერლანდების ნაკრებში 96 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.

ESPN-ის ჟურნალისტებმა ჰკითხეს ვეტერან ფეხბურთელს – რა რეაქცია ექნებოდა ევრო 2020-სთვის ნაკრებში გამოძახებაზე.

„წავიდოდი. მხიარულება იქნებოდა, მაგრამ უნდა იყო რეალისტი – უნდა იცოდე, რა წვლილს შეიტან გუნდის თამაშში, ბოლოს და ბოლოს, ნიდერლანდების ნაკრები – არის ნაბიჯი წინ.

ევრო 2020-ზე გამგზავრება – ეს არის ყველაზე თამამი ოცნება, მაგრამ ძალიან ფრთხილი უნდა იყო, რადგან უკვე ვხედავ ხვალინდელ სათაურებს. პირდაპირ დღეს არ ვამბობ, რომ წასვლა მინდა, მაგრამ თუ მთავარი მწვრთნელი დამიძახებს, თანხმობას ვიტყვი“, – განაცხადა რობენმა.