როგორ მოამზადეს გრონინგენის „მარტინი პლაზა“ ფუტსალის ევრო 2022-ისთვის - არენა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
როგორ მოამზადეს გრონინგენის „მარტინი პლაზა“ ფუტსალის ევრო 2022-ისთვის - არენა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გრონინგენის „მარტინი პლაზა“ ის დარბაზია, სადაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული სადებიუტო შეხვედრა მოიგო და ევრო2022-ზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

საინტერესოა, რომ ეს მრავალფუნქციური დარბაზი რეალურად არა ფუტსალის სათამაშოდ, არამედ სხვა დანიშნულებით აშენდა და ევროპის ჩემპიონატისთვის საგანგებოდ გადააკეთეს. ამ მოცულობითი სამუშაოების ამსახველი ვიდეო უეფა-მ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ სულ რაღაც 33-წამიან ვიდეოში მოაქცია და აუცილებლად დაგაინტერესებთ.

გრიონინგენის „მარტინი პლაზა“ 1969 წელს აშენდა და 2000-ში განახლდა. ეს დახურული არენაა, რომელიც გამოიყენება საგამოფენო კომპლექსად, კონცერტებისთვის, თეატრის სცენად და სპორტული შეჯიბრებებისთვის. ის საკალათბურთო კლუბ „დონარის“ და პროფესიული ფრენბურთის კლუბ „ლიკურგუსის“ საშინაო არენაა – მისი ტევადობა 4350 ადამიანზეა გათვლილი.

ამჟამად, არენა ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მასპინძლობს, მათ შორის, „დ“ ჯგუფის შეხვედრებსაც, სადაც პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით ესპანეთის და საქართველოს ნაკრებები ლიდერობენ, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცეგოვინა კი უქულოდ არიან. მეორე ტურში 26 იანვარს საქართელოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო აზერბაიჯანი – ესპანეთს.