არიენ რობენმა სათამაშო კარიერა დაასრულა #1TVSPORT
არიენ რობენმა სათამაშო კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა 37 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თბილი მიღებისთვის და მხარდაჭერისთვის“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა.

რობენმა ერთხელ უკვე დაასრულა კარიერა და ორწლიანი პაუზის შემდეგ შარშან დაუბრუნდა ფეხბურთს. ვეტერანმა გასული სეზონი მშობლიურ „გრონინგენში“ ითამაშა.

არიენ რობენს „ბაიერნის“ შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა და რვაჯერ გერმანიის ჩემპიონატი. მას ასევე გაუმარჯვია ინგლისის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ჩემპიონატებში. ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად მან მოიგო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ვერცხლი, აგრეთვე ბრინჯაო ევრო 2004-ზე და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.