სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციიდან (CONMEBOL) გარიცხეს არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია. მიზეზი გახდა კრიტიკა, რომელიც ჩინოვნიკმა გამოთქვა კოპა ამერიკას მიმდინარეობისას. მან ღიად შეუტია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას, აგრეთვე, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას. მას შემდეგ, რაც არგენტინელებმა ბრაზილიასთან ნახევარფინალში წააგეს, ტაპიამ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრები მსაჯების მუშაობისგან და ცუდი მოედნებისგან დაზარალდა.
გარდა ამისა, მან დაადანაშაულა ეკვადორელი არბიტრი როდი სამბრანო მიკერძოებულ მსაჯობაში იმის გამო, რომ მან არ გამოიყენა მსაჯების დახმარების ვიდეოსისტემა ბრაზილიასთან ნახევარფინალის საკამათო საკითხებში.
კონმებოლის ხელმძღვანელობამ დააზუსტა, რომ დაინიშნება არჩევნების თარიღი და აირჩევენ საბჭოში არგენტინის ახალ წარმომადგენელს.