მესის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს

08:16, 24.07.2019
SAO PAULO, BRAZIL – JULY 06: Lionel Messi of Argentina and Gary Medel of Chile argue with Referee Mario Diaz de Vivar after being shown the red card during the Copa America Brazil 2019 Third Place match between Argentina and Chile at Arena Corinthians on July 06, 2019 in Sao Paulo, Brazil. (Photo by Alexandre Schneider/Getty Images)

არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის, კოპა ამერიკაზე მიღებული წითელი ბარათის გამო, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანეს. გარდა ამისა, ხსენებულ ტურნირზე მსაჯებისა და ორგანიზატორების კრიტიკის მიზეზით, ფეხბურთელს ჯარიმის სახით 1500 ამერიკული დოლარის გადახდაც მოუწევს.

მოედნიდან მესი მესამე ადგილისთვის მატჩის დროს გააძევეს, როდესაც არგენტინის ნაკრები ჩილეს ხვდებოდა. „ბარსელონას“ ვარსკვლავს შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა მეტოქე ფეხბურთელ გარი მედელთან და მსაჯმა ორივე მოთამაშისთვის მაქსიმალური სასჯელის გამოტანა გადაწყვიტა.

მანამდე, ბრაზილიასთან წაგებული ნახევარფინალის შემდეგ, მესიმ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო მმართველი ორგანო და მსაჯები გააკრიტიკა, როდესაც განაცხადა, რომ ტურნირზე ყველაფერი კეთდებოდა მასპინძლების გასაჩემპიონებლად.

მოგვიანებით ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, თუმცა კონმებოლმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა და ამ სასჯელს ფულადი ჯარიმაც დაუმატა.

მატჩს, რომლის გამოტოვებაც მესის მოუწევს, არგენტინის ეროვნული გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართავს.

მსგავსი