უეფა და კონმებოლი ერთობლივი ტურნირის ჩატარებას აპირებენ
უეფა და კონმებოლი ერთობლივი ტურნირის ჩატარებას აპირებენ

ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მთავარმა საფეხბურთო ორგანოებმა – უეფა-მ და კონმებოლმა, შესაძლოა, ეროვნული ნაკრებებისთვის ერთობლივი საფეხბურთო ტურნირი დააარსონ.

ცნობილი ხდება, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი – ორ-ორი ევროპიდან და სამხრეთ ამერიკიდან. ვარაუდობენ, რომ პირველ გათამაშებაში ვიხილავთ ევრო 2020-ისა და 2020 წლის კოპა ამერიკას ფინალისტებს. სულ გათვალიწინებულია ოთხი მატჩის ჩატარება. ნახევარფინალებში ერთი კონტინენტის გუნდები ვერ შეხვდებიან ერთმანეთს. თამაშები ევროპის ორ სტადიონზე გაიმართება. ტურნირის ჩატარება 2022 წლისთვის იგეგმება.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს 12 ივნისიდან 12 ივლისამდე 12 ქვეყანაში გაიმართება. იგივე ვადებში ჩატარდება კოპა ამერიკა არგენტინასა და კოლუმბიაში.