არგენტინელ ფეხბურთელ ემილიანო სალას დაღუპვაში დამნაშავედ გადაფრენის ორგანიზატორი აღიარეს #1TVSPORT
ბიზნესმენი დევიდ ჰენდერსონი, რომელიც 2019 წლის იანვარში განხორციელებული ტრაგიკული ავიარეისის ორგანიზატორი იყო, ბრალდებულად ცნეს „ნანტის“ არგენტინელ ფეხბურთელ ემილიანო სალას დაღუპვაში, რომელიც ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა უელსურ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად.
შვიდ საათზე მეტხანს მუშაობდნენ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად. ჰენდერსონს ბრალად ედება ფრენისას ადამიანებისთვის საფრთხის შექმნა. კერძოდ, დაღუპულ პილოტს არ ჰქონდა მოქმედი ლიცენზია კომერციული ფრენების განსახორციელებლად, აგრეთვე არ გააჩნდა შესაბამისი თვისებები ღამის საათებში ფრენისთვის. ასევე, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან რამდენიმე წამში, ჰენდერსონმა რამდენიმე ადამიანს შეტყობინება გაუგზავნა თხოვნით – ხმა არ ამოეღოთ მომხდარის შესახებ.
ჰენდერსონს განაჩენს 12 ნოემბერს გამოუტანენ. 67 წლის ბიზნესმენს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება, მანამდე კი თავდებით არის გათავისუფლებული.
ემანუელ სალა ავიაკატასტროფაში 2019 წლის 22 იანვარს დაიღუპა. თვითმფრინავი 3 თებერვალს იპოვეს ლა მანშის სრუტის ფსკერზე. ფეხბურთელის ცხედარი თვითმფრინავის ნამსხვრევებში იპოვეს.