არგენტინაში რეგიონალურ ლიგას სალას სახელი მიენიჭა
არგენტინაში რეგიონალურ ლიგას სალას სახელი მიენიჭა

არგენტინის რეგიონალურ ჩემპიონატს, რომელსაც „ლიგა ესპერანსა“ ერქვა, ახალი დასახელება აქვს – მას „ემილიანო სალას ლიგა“ დაარქვეს, – წერს „უესტ-ფრანსი“ (Ouest-France).

არგენტინელი ფორვარდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა „ნანტიდან“ „კარდიფში“, მაგრამ თვითმფრინავმა, რომლითაც ის ახალ გუნდში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა.

სალას ცხედარი ლა მანშის სრუტის ფსკერზე რამდენიმე დღის შემდეგ იპოვნეს. ფეხბურთელის დაკრძალვის ცერემონია არგენტინაში გაიმართა.