ბაჩანა არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში „მტკ“-მ „პუშკაშის აკადემიას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 38-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 77-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემით იოზიფ კნეჟევიჩმა ანგარიში მეორედ გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, მტკ-მ კიდევ ერთი გაიტანა და მაინც გაიმარჯვა 3:2.
არაბულმა, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებში გამოიძახა, ბოლო 2 შეხვედრაში თავი მეორედ გამოიჩინა, ხოლო სულ 12 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მაოხერხა.