ანზორ ჩუბინიძე - სახელმწიფო მთლიანად დაცულია, ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის, ოპოზიციამ
ანზორ ჩუბინიძე - სახელმწიფო მთლიანად დაცულია, ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის, ოპოზიციამ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო მთლიანად დაცულია და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის ოპოზიციამ.

პირველი არხის კითხვის საპასუხოდ ჩუბინიძე აცხადებს, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში ის მოლოდინი ჰქონდა, რა შედეგებიც დაიდო.

„ყველა ჩემი დასაცავი პირი აქ არის და ვალდებული ვარ, აქ ვიყო. მოლოდინი ასეთი მქონდა. ვფიქრობ, რომ არჩევნებმა საუკეთესო გარემოში ჩაიარა. დარღვევებზე ალბათ, ცესკო იტყვის, მაგრამ ადამიანების დაზიანება არ ყოფილა და საუკეთესო გარემო იყო. სახელმწიფო მთლიანად დაცულია, ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის, ოპოზიციამ. თუ რაიმე ექსცესები დაიწყება, ეს მათი პოლიტიკური უკულტურობა იქნება. ეს კარგი არ იქნება, მათთვისაც კი არ იქნება კარგი. ეს ქვეყნის კულტურას უჩვენებს და არ ივარგებს. გარკვეული ინფორმაციები გვაქვს და მთლიანად მზად ვართ. განსაკუთრებულად მობილიზებული ვართ, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდე იყოს“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.