ანსუ ფატის იანვარში საიდუმლოდ მეორე ოპერაცია ჩაუტარდა
ანსუ ფატის იანვარში საიდუმლოდ მეორე ოპერაცია ჩაუტარდა

ესპანური პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ ფორვარდმა ანსუ ფატიმ იანვარში მორიგი ოპერაცია გადაიტანა ტრავმირებულ მარცხენა მუხლზე.

აღნიშნავენ, რომ 18 წლის ფორვარდს სირთულეები შეექმნა აღდგენის მხრივ, ამიტომაც დოქტორმა რამონ კუგატმა საიდუმლო ოპერაცია ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოპერაცია ბარსელონაში ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა. გეგმის მიხედვით, ფატი მოედანზე ოთხ თვეში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა და ფეხბურთელს კიდევ ერთი ოპერაციის გადატანა მოუწია. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ესპანელს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს, თუ უახლოეს მომავალში მუხლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება.

ფატიმ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში მიიღო, როცა „ბარსელონა“ 7 ნოემბერს „ბეტისს“ ხვდებოდა.