„ანორთოსისის“ პრეზიდენტი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქეცბაია დარჩეს #1TVSPORT
„ანორთოსისის“ პრეზიდენტი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქეცბაია დარჩეს #1TVSPORT

„ანორთოსისის“ პრეზიდენტმა ევგენიოს ჰამპულასმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შენარჩუნება სურს, – ამის შესახებ მან BeerTalks-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თემური დარჩეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირე. მნიშვნელოვანია, რომ ყველგან სტაბილურობა იყოს – სტაბილურობა სასურველ კადრებთან ერთად. მე საერთოდ არ ვარ იოლი ცვლილებების მომხრე”, – განაცხადა ევგენიოს ჰამპულასმა.

„ანორთოსისის“ პრეზიდენტის თქმით, ქართველ სპეციალისტს თანადგომა სჭირდება.

„ვფიქრობ, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ თითოეულ მწვრთნელს და მოთმინება გამოვიჩინოთ, მაშინაც კი, თუ წლის განმავლობაში ზოგიერთი შედეგი არ შეესაბამება ჩვენს მოლოდინს“.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას თქმით, 15 მაისს ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ კვიპროსის თასის ფინალში „ანორთოსისს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლოჯერ გაიყვანს. თუმცა, ფამაგუსტას კლუბის ადმინისტრაციას მისი შენარჩუნება სურს და პირობების გაუმჯობესებას სთავაზობს.