„ანორთოსისი“ ქეცბაიას მორიგ სასჯელს აპროტესტებს - ვერ დაადანაშაულებთ იმაში, რომ ლაკონურად ლაპარაკობს
„ანორთოსისი“ ქეცბაიას მორიგ სასჯელს აპროტესტებს - ვერ დაადანაშაულებთ იმაში, რომ ლაკონურად ლაპარაკობს

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა თემურ ქეცბაია ისევ დასაჯა – ამჯერად იმისთვის, რომ მან ქვეყნის ჩემპიონატის მე-7 ტურში „ნეა სალამინასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი რეალურად არ გააკეთა.

ამის შესახებ „ანორთოსისის“ პრეს-სპიკერმა სავას პილაკუტასმა განცხადა – სასჯელის შესახებ კლუბს კვიპროსის ფედერაციამ აცნობა.

„ანორთოსისი“ უკვე დაისაჯა იმის გამო, რომ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე კვიპროსის ფედერაციის მისამართით მკვეთრი განცხადებები გააკეთა, მერე მედიასთან ურთიერთობის ნორმები დაარღვია. ინფორმაციის თანახმად, „ანორთოსისის“ გადასახდელი ჯამური თანხა 11 000 ევროა (5000 +3000 + 3000) და მოსალოდნელია, რომ მას კიდევ 3 000 ევრო „ნეა სალამინასთან“ თამაშის გამო დაემატება, რადგან ქეცბაიამ მედიის წარმომადგენლებთან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

„ერთია, მწვრთნელი რომ არ ლაპარაკობს და მეორეა, პრესკონფერენციაზე რამდენი სიტყვა უნდა თქვას, რომ არ დაისაჯოს. უნდა ვიფიქროთ, მართებულია თუ არა სიტყვების დათვლა და ამის გამო დასჯა. მწვრთნელს ვერ დაადანაშაულებთ იმაში, რომ ვიღაც ბევრს საუბრობს, ვიღაც კი – ლაკონურია”, – განაცხადა სავას პილაკუტასმა „სპორტ ფმ“-თან საუბრისას.