ანგელა მერკელი ჩინეთს ჰონგ კონგში არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს
ანგელა მერკელი ჩინეთს ჰონგ კონგში არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩინეთს ჰონგ კონგში არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ჩინეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისაუბრა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანთან შეხვედრის დროს, ანგელა მერკელმა განმარტა, რომ კრიზისის მოგვარების დროს პეკინმა ჰონგ კონგელების თავისუფლება უნდა უზრუნველყოს.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ჰონგ კონგის მთავრობა დიალოგზე მზადყოფნას გამოთქვამს და იმედი გამოთქვა, რომ იგივე პოზიციას აირჩევენ დემონსტრაციების ლიდერებიც.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, ანგელა მერკელმა ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებულ სავაჭრო ომზეც ისაუბრა და მხარეებს კრიზისის დაუყოვნებელი მოგვარებისკენ მოუწოდა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დავა სხვა ქვეყნებზეც უარყოფითად ისახება.

ჩინეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდება. ამის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ადგილობრივ ბიზნესმენებსა და სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობასთან ერთად, ვიზიტის დროს ანგელა მერკელი ადამიანის უფლებებსა და ჰონგ კონგში არსებულ ვითარებასაც განიხილავს.

დატოვე კომენტარი