ანდრონიკაშვილი „კრეიტონიდან“ მიდის და კარიერას ევროპაში გააგრძელებს #1TVSPORT
რატი ანდრონიკაშვილი NCAA-დან მიდის და კარიერას პროფესიონალურ დონეზე ევროპაში გააგრძელებს, – ამის შესახებ კალათბურთელმა ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდს „კრეიტონს“ აუწყა.
ქართველმა მცველმა „ბლუჯეისის“ მაისურით 2021/22 წლების სეზონში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მძიმე ტრავმის გამო რატის სადებიუტო, 2020/21 წლების სეზონის გამოტოვება მოუწია.
„ვაფასებთ რატის წვლილს ჩვენს პროგრამაში და წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ კარიერაში“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრეგ მაკდერმოტმა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს რატი კარიერას. ახალგაზრდა მოთამაშე ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის, რაც მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში უკვე დაამტკიცა.