ანდრიუს კუბილიუსი - მოვუწოდებ ევროკავშირს, განსაკუთრებულად მოეპყროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს
ანდრიუს კუბილიუსი - მოვუწოდებ ევროკავშირს, განსაკუთრებულად მოეპყროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს

მოვუწოდებ ევროკავშირს, განსაკუთრებულად მოეპყროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში მიმდინარე ევრონესტის ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეას ჰქონდა წარმატებული შეხვედრები თბილისში.

„ეს ტრადიციული სესიაა, გვქონდა ტრადიციული კომიტეტის ანგარიშები საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა საპარლამენტო ზედამხედველობა, ენერგეტიკის პოლიტიკის განვითარება და ა.შ. ასევე, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამტკიცდა, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. მოვუწოდებ ევროკავშირს, განსაკუთრებულად მოეპყროს ამ ქვეყნებს, რათა მოუტანოს მათ ახალი შესაძლებლობები, ახალი პროგრამები, თანამშრომლობის ახალი სფეროები“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.