ანდრეი სიბიგამ პიტერ სიიარტოს მიმართა - თქვენ არ უნდა უთხრათ უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის, ის უკრაინის პრეზიდენტია და არა - უნგრეთის
ანდრეი სიბიგამ პიტერ სიიარტოს მიმართა - თქვენ არ უნდა უთხრათ უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის, ის უკრაინის პრეზიდენტია და არა - უნგრეთის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას გამოეხმაურა.

პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა. სიიარტომ მოუწოდა ზელენსკის, შეწყვიტოს მუქარა და დაასრულოს უნგრეთის „ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ უგუნური თავდასხმები“, რაზეც სიბიგამ უპასუხა, რომ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და არა – უნგრეთის.

„უნგრული მანერით გიპასუხებთ. თქვენ არ უნდა უთხრათ უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა – უნგრეთის. უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. დივერსიფიკაცია მოახდინეთ და რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდით, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა“, – დაწერა სიბიგამ.