პიტერ სიიარტო - ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა, მტკიცედ ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან დაშინებას
პიტერ სიიარტო - ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა, მტკიცედ ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან დაშინებას

ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა, ჩვენ მტკიცედ ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან დაშინებას, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენ „დრუჟბის“ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებად მივიჩნევთ. სწორედ ამიტომ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სანაცვლოდ იმავეს ველოდებით. ბოლო დღეებში უკრაინამ ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმები განახორციელა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ომი, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აქვს საერთო, ვერასდროს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას. მოვუწოდებთ ზელენსკის, შეწყვიტოს მუქარა და დაასრულოს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ უგუნური თავდასხმები“, – წერს სიიარტო.