საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გოტფრიდმა (+90 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. პოლონეთში მიმდინარე ევროპის U 23 ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა 100 კილოგრამი აიტაცა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ანასტასიამ პირველ დისციპლინაში სამიდან მხოლოდ პირველი ცდა გამოიყენა, თუმცა მეორე ადგილისთვის ესეც ეყო.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გოტფრიდი აქაც და ორჭიდის ჯამშიც მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია.