ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ანაჰაიმის 21 წლის ფორვარდმა სემ სტილმა ვანკუვერთან შეხვედრაში (5:4) ჰეთ-თრიკი შეასრულა და კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა მათ შორის, ვისაც ამ გუნდის მაისურით ერთ მატჩში სამი შაიბა აქვს გატანილი.
კანადელმა მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. სტილმა ამ მიღწევით გააუმჯობესა ამერიკელი ბობ რაიანის შედეგი, რომელიც 21 წლის და 297 დღის იყო, ხოლო სემი, სამი შაიბის გატანის დროს 21 წლის და 51 დღის გახლდათ.