„ანადოლუ ეფესმა" „რეალი" დაამარცხა, „ბარსელონა" უდანაკარგოთ ასპარეზობს (ვიდეო)
საკალათბურთო ევროლიგაზე მეოთხე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. სტამბოლში ადგილობრივმა „ანადოლუ ეფესმა“ საკუთარ არენაზე „მადრიდის რეალს“ უმასპინძლა და 16 ქულით სხვაობით 76-60 სძლია. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე და მეოთხე მეოთხედები გამოდგა. თურქულმა გუნდმა ესპანური გრანდი საბოლოოდ დამაჯერებლად დაამარცხა და ნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. „ეფესის“ რიგებში 17-17 ქულით საუკეთესოები სიმონი და დანსტონი გამოდგნენ. ესპანელებს შორის კი ყველაზე მეტი 14 ქულა სერხიო ლულის ანგარიშზეა.
ზენიტი – პანათინაიკოსი 79-89
მაკაბი – ვალენსია 76-63
ბაიერნი – ხიმკი 74-87
ცრვენა ზვეზდა – ბარსელონა 65-73