ამხანაგური მატჩი | არგენტინამ ისლანდია დიდი ანგარიშით დაამარცხა, მესიმ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ამხანაგური მატჩი | არგენტინამ ისლანდია დიდი ანგარიშით დაამარცხა, მესიმ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სტარტამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრებმა. მან „ჯორდან-ჰეირის“ (ობერნი, აშშ) სტადიონზე დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა ისლანდიის ნაკრები.

ანგარიში მე-8 წუთზე ნახევარმცველმა ვალენტინ ბარკომ გახსნა. კიდევ ორი გოლი  70-ე წუთის შემდეგ გავიდა, როცა მოედანზე ლიონელ მესი შევიდა. ლეგენდარულმა ფორვარდმა 72-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა და სანაკრებო დონეზე 117-ე გოლი გაიტანა, 87-ე წუთზე კი მისი დაწყებული კომბინაცია გააგრძელა როდრიგო დე პაულმა და დაასრულა ტიაგო ალმადამ.