ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, უნგრეთმა დებრეცენში, „ნაგიორდეის“ სტადიონზე ყაზახეთს ამხანაგური მატჩში უმასპინძლა და 3:1 სძლია.
ყაზახეთის ნაკრები სერგეი მალის გოლით მე-9 წუთზე დაწინაურდა. უნგრეთის გუნდი მხოლოდ ამის შემდეგ ათამაშდა და 52-ე წუთზე წონასწორობა დომინიკ სობოსლაის ზუსტი დარტყმით აღადგინა.
სტუმრების მდგომარეობა 63-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც არბიტრმა მაქსიმ სამოროდოვს წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. უნგრელებმა ამით სწრაფად ისარგებლეს და ოთხ წუთში ანდრას შეფერის დარტყმით დაწინაურდნენ, რაიმუნდ ტოტმა (90+3) კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
ეს უნგრეთისთვის ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იყო ერთა ლიგის 2026-27 წლების სეზონის დაწყებამდე, სადაც B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა. ჩვენი გუნდების დაპირისპირება 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში გაიმართება.