ამირან პაპინაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თბილისში გრან-პრის გათამაშებას გამოტოვებენ
ჭიდაობა ძიუდოში თბილისის გრან-პრის გათამაშებას საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის 3 ლიდერი, ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) გამოტოვებს.
ამირან პაპინაშვილი ეკატერინბურგში იჭიდავებს და მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ის თბილისში დაისვენებს.
ავთანდილ ჭრიკიშვილი ისევ რეაბილიტაციის კურსს გადის. კურსის დასრულების შემდეგ კი, მზადების ჩვეულ რეჟიმს გააგრძელებს, რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს მან შეკრებაზე ტრავმა მიიღო. კაპიტანი მხოლოდ მცირე დატვირთვებით ვარჯიშობს და ევროპის ჩემპიონატამდე ყველა ტურნირს გამოტოვებს.