ჟურნალისტ შემს ჩარანიას ინფორმაციით, ჯონ ვოლს „ვაშინგტონიდან“ წასვლა და სხვა გუნდში გადასვლა სურს. მედიაში უკვე გაიჟღერა შესაძლო გაცვლის ვერსიამაც, რის მიხედვითაც ვოლი „ჰიუსტონში“ გადავა, ვესტბრუკი კი „ვაშინგტონში“.
ჯონ ვოლს გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ის რეაბილიტაციის პროცესს ამ დრომდე გადის. კარიერაში მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ასე გამოიყურება – მატჩში 19 ქულა, 9.2 პასი, 4.3 მოხსნა და 1.7 ჩაჭრა.