ამერიკის ღია პირველობის ვირტუალური გათამაშების ფინალში შარაპოვა საბატინის შეხვდება
ამერიკის ღია პირველობის ტვიტერის ოფიციალური გვერდი თავის გამომწერებს შორის ტურნირის მომგებ საყვარელ ქალ ჩოგბურთელებზე გამოკითხვას ატარებს.
გათამაშების ფინალისტები უკვე გამოვლინდნენ, სადაც პირველი ადგილისთვის ერთმანეთს მარია შარაპოვა და გაბრიელა საბატინი შეხვდებიან.
რუს ჩოგბურთელს რეალობაში ამერიკის ღია ჩემპიონატი 2006 წელს აქვს მოგებული, ხოლო არგენტინელმა ტურნირზე 1990 წელს იმარჯვა.