ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, რუსეთი დიდი შვიდიანის ფორმატში არ დაბრუნდეს, ვიდრე უკრაინის, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბოროტ ქცევას არ შეწყვეტს
ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, რუსეთი დიდი შვიდიანის ფორმატში არ დაბრუნდეს, ვიდრე უკრაინის, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბოროტ ქცევას არ შეწყვეტს

ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, რომ რუსეთი დიდი შვიდიანის ფორმატში არ დაბრუნდეს, ვიდრე მოსკოვი უკრაინის, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბოროტ ქცევას არ შეწყვეტს.

შესაბამისი რეზოლუცია ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა წარადგინა. დოკუმენტის თანაავტორია კიდევ 12 სენატორი.

„მიუხედავად რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციისა, მიუხედავად მოსკოვის დესტაბილიზაციური ქმედებებისა, რომელიც მიმართულია აშშ-ისა და მსოფლიოში სხვა დემოკრატიების წინააღმდეგ, და ბოლო ცნობების, რომ რუსეთი ფულად ჯილდოს სთავაზობდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის სანაცვლოდ, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მოითხოვა რუსეთის დაბრუნება დიდი შვიდიანის ფორმატში. ჩვენი რეზოლუცია ცხადყოფს, რომ აშშ-ის სენატი ამის წინააღმდეგი იქნება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ბოროტ ქმედებებს უკრაინის, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, – ნათქვამი სენატორის პრესსამსახურის განცხადებაში.