ამაზონის ტყეში ხანძრის ყველაზე მასშტაბურ კერასთან ახლოს წვიმა მოვიდა [ვიდეო]

ამაზონის ტროპიკულ ტყეში, სტიქიის ზონასთან ახლოს, წვიმამ მიმდებარე ტერიტორია დაანესტიანა, რაც ცეცხლის გავრცელებას ხელს შეუშლის. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რონდონიას შტატში სტიქია ყველაზე მასშტაბურია. სწორედ ამ შტატში, სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი საათით ძლიერი წვიმა წამოვიდა. შედეგად, ტროპიკული ტყე დანესტიანდა. ეს კი აღნიშნულ რეგიონში ცეცხლის გავრცელებას ხელს შეუშლის.

ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკულ ტყეში არსებული ვითარების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ქვეყნის კოსმოსის კვლევის ცენტრმა 2019 წლის მონაცემების გამოაქვეყნა. ანგარიში მიხედვით ცნობილი გახდა, რომ „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონში წელს 94 ათასზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 80 პროცენტით მეტია.

დატოვე კომენტარი