ნიდერლანდების „ალკმაარი“ უეფა-ს იუნიორთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშების ჩემპიონი გახდა.
იუნიორთა შორის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში „ალკმაარი“ ხორვატულ „ჰაიდუკს“ შეხვდა და 5:0 გაანადგურა.
„ალკმაარისთვის“ ეს პირველი გამარჯვებაა უეფა-ს იუნიორთა ლიგაზე. არცერთ ნიდერლანდურ კლუბს ადრე არ მოუგია ეს ტურნირი, რომლის დებიუტი 2013-14 წლების სეზონში შედგა.
უეფა-ს იუნიორთა ლიგაზე თამაშობენ კლუბები, რომლებიც წარმოადგენენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გუნდებს. მათ ემატებათ უეფა-ს საუკეთესო 32 ლიგის წარმომადგენლები. შესაბამისად, ტურნირში სტარტს იღებს 64 გუნდი.