„მილანმა“ ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი შეიძინა – ის კლუბის მეხუთე ახალწვეულია #1TVSPORT

23:32, 22.07.2023

„მილანი“ აგრძელებს ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას. იტალიურმა კლუბმა 24 წლის ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი წარადგინა. ნიდერლანდური „ალკმაარიდან“ მისი ტრანსფერი „მილანს“ 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მე-14 სათამაშო ნომერი აირჩია.

ის ამ ზაფხულს მეხუთე ახალწვეულია „მილანისთვის“ მარკო სპორტიელოს, რუბენ ლოფტუს-ჩიკის, კრისტიან პულიშიჩისა და ლუკა რომეროს შემდეგ.

„ალკმაარის“ შემადგენლობაში რეინდერსმა 128 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი