„ალკმაარის“ სტადიონზე სახურავი ჩამოინგრა
„ალკმაარის“ სტადიონზე სახურავი ჩამოინგრა

ძლიერი ქარის გამო, შაბათს, 10 აგვისტოს, ჰოლანდიური „აზ ალკმაარის“ საშინაო არენის სახურავი ჩამოინგრა. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა რობერტ ეენჰოორნმა დაადასტურა, რომ არავინ დაშავებულა, რადგან ინციდენტის დროს სტადიონი ცარიელი იყო.

„ამან ყველა გაგვაკვირვა. შოკირებულები ვართ და თან ბედნიერები, რომ არავინ დაშავებულა“, – განაცხადა ეენჰოორნმა. – „მომდევნო დღეებში ყველაფერს შევისწავლით ექსპერტებთან ერთად და მიზეზებს დავადგენთ“.

„ალკმაარს“ მომდევნო საშინაო მატჩი 15 აგვისტოს, უკრაინულ „მარიუპოლთან“ უწევს. სად გაიმართება „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეს თამაში, ჯერ-ჯერობით უცნობია. პირველი დაპირისპირება, რომელიც უკრაინაში შედგა, ნულოვანი ფრით დასრულდა.