კურიოზული მომენტი ნიდერლანდებში - ბურთმა კარში შესვლა ბოლო მომენტში „გადაიფიქრა“ (ვიდეო)

კურიოზული მომენტი დაფიქსირდა ნიდერლანდების თასის მერვედფინალურ მატჩში „ალკმაარსა“ და „ზვოლეს“ შორის.

თამაშის მე-15 წუთზე, მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა მატს სეუნტენსმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და კარისკენ „პარაშუტი“ გაუშვა, მაგრამ ბურთი, როგორც ჩანს, ზედმეტად და შემტევი გუნდისთვის არასასურველი მიმართულებით დაბზრიალდა, ამიტომ კარის ხაზზე რომ დაეცა, ისევ გარეთ გამოვარდა.

მატჩი საბოლოოდ მაინც „ალკმაარის“ გამარჯვებით, 5-0 დასრულდა.