„ბარსელონა“ ჰოლანდიური „ალკმაარის“ 19 წლის ფორვარდს უმიზნებს
„ბარსელონა“ ჰოლანდიური „ალკმაარის“ 19 წლის ფორვარდს უმიზნებს

ჰოლანდიური „აზ ალკმაარის“ 19 წლის თავდამსხმელი მირონ ბოადუ „ბარსელონას“ ინტერესების სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ბოადუს კატალონიურ კლუბში გადასვლის საკითხი აქტიურად განიხილება. როგორც ირკვევა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მას ლაუტარო მარტინესის შემცვლელად განიხილავს, რადგან არგენტინელის შესაძენად 111 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.

2019-20 წლების სეზონში ბოადუმ 14 გოლის გატანა მოასწრო და რვა საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ ასევე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჰოლანდიის ჩემპიონატი დროზე ადრე დასრულდა და ჩემპიონი არ გამოვლენილა. პირველობის შეწყვეტის მომენტში „ალკმაარი“ 56 ქულით მეორე ადგილზე იყო და პირველადგილოსან „აიაქსს“ (56) მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩებოდა.