ალექსანდრე მერკვილაძის „ნორთრიჯი“ NCAA-ის Big West-ის კონფერენციაში „ბეიკერსფილდს“ ესტუმრა და ანგარიშით 87:90 სძლია.
გამარჯვებულ გუნდს თი ჯეი სტარკსმა ულიდერა 25 ქულით, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე – 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასია. მატჩი დაძაბული გამოდგა, მთელი თამაშის განმავლობაში ხან ერთი, ხანაც მეორე გუნდი იყო ლიდერის პოზიციაში.
გადამწყვეტი გასწრება კი სწორედ ალექსანდრეს საჯარიმო ტყორცნებით დაიწყო: სირენამდე 3 წუთით ადრე მან 2 ქულით დააწინაურა გუნდი და საბოლოო გაქცევას ჩაუყარა საფუძველი. მალე ქართველის გუნდი 7 ქულითაც დაწინაურდა და თამაშის ბოლომდე მიყვანაც აღარ გასჭირვებია.
შეგახსენებთ რომ შემდეგ მატჩს მერკვილაძის გუნდი 6 მარტს „რივერსაიდის“ წინააღმდეგ გამართავს.