ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენი ხალხი არ მოითმენს კორუფციასა და ოლიგარქატს
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენი ხალხი არ მოითმენს კორუფციასა და ოლიგარქატს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსები ქვეყანაში ოლიგარქატს არ მოითმენენ. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის ლიდერმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ბელარუსში კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება.

„ეს არის ჟანგი, რომელიც ყველაფერს სპობს. ეს არის გზა მაიდნისკენ. ჩვენი ხალხი არ მოითმენს კორუფციასა და ოლიგარქატს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბელარუსში დააკავეს პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც მანამდე 20 წლის განმავლობაში „ბელგაზპრომბანკს“ ხელმძღვანელობდა. მას გადასახადებისგან თავის არიდება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია დასდეს ბრალად.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.