ალექს ფერგიუსონი გლობალური სუპერლიგის იდეას აკრიტიკებს
ალექს ფერგიუსონი გლობალური სუპერლიგის იდეას აკრიტიკებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი „რეალ მადრიდის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისა და მისი თანამოაზრეების მიერ შემოთავაზებულ გლობალურ „სუპერლიგას“ აკრიტიკებს. პერესი, როგორც ირკვევა, ორი მსოფლიო ლიგის შექმნას აპირებს, რომლებშიც 20-20 გუნდი ითამაშებს.

საინტერესოა, რომ გუნდები, რომლებიც ამ სუპერლიგაში თამაშს დათანხმდებიან, მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ ვერც თავიანთი ქვეყნების შიდა ჩემპიონატებში და ვერც უეფას ეგიდით გამართულ ევროტურნირებში. ამის გამო, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ფლორენტინო პერესის იდეას ეგოისტური უწოდა.

„გავიგე, რომ მსოფლიო სუპერლიგის იდეა გაჩნდა, რომელშიც ევროპის საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და უკეთეს შემოსავლებსაც მიიღებენ“, – ამბობს ფერგიუსონი. – „ეჭვი არ არის, რომ ფულზე ორიენტირებული იდეაა, მაგრამ პრეიერლიგის გუნდებისთვის მიმზიდველი ამაში არაფერი იქნება. მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ რომეიმე მეთგანი პრემიერლიგიდან წავა და სხვა ტურნირში ჩაებმება“.

ბრიტანული გამოცემა „სკაი სპორტსი“ ვარაუდობს, რომ ფლორენტინო პერესი თავის იდეას უეფას მიერ შემოთავაზებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის იმ ახალი ფორმატის საპირწონედ განიხილავს, რომლის მიხედვით ტურნირში 24 გუნდი ითამაშებს და, ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.