ფერგიუსონი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია ჟურნალ FourFourTwo-ს ვერსიით, მეორეა მიხელსი, მესამე - კრუიფი, მეხუთე - გვარდიოლა #1TVSPORT
ფერგიუსონი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია ჟურნალ FourFourTwo-ს ვერსიით, მეორეა მიხელსი, მესამე - კრუიფი, მეხუთე - გვარდიოლა #1TVSPORT

ინგლისურმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების ტოპ-ასეული შეადგინა.

რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც 1986-2013 წლებში ხელმძღვანელობდა „მანჩესტერ იუნაიტედს“ და ამ დროის განმავლობაში 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგა.

რეიტინგის TOP 20 ასე გამოიყურება:

  1. ალექს ფერგიუსონი
  2. რინუს მიხელსი
  3. იოჰან კრუიფი
  4. ბილ შენკლი
  5. პეპ გვარდიოლა
  6. არიგო საკი
  7. მეტ ბასბი
  8. ელენიო ერერა
  9. ერნსტ ჰაპელი
  10. ვალერი ლობანოვსკი
  11. ბრაიან კლაფი
  12. ჟოზე მოურინიო
  13. მარჩელო ლიპი
  14. ჯოვანი ტრაპატონი
  15. ვისენტე დელ ბოსკე
  16. მიგელ მუნიოსი
  17. კარლო ანჩელოტი
  18. ოტმარ ჰიტცფელდი
  19. ნერეო როკო
  20. ლუი ვან გაალი

არსენ ვენგერი 23-ე ადგილზე გავიდა, ფაბიო კაპელო 24-ეა, იურგენ კლოპი – 29-ე, იუპ ჰაინკესი – 32-ე, ზინედინ ზიდანი – 36-ე, გუს ჰიდინკი – 37-ე, რაფაელ ბენიტესი – 41-ე, დიეგო სიმეონე – 43-ე, ოტო რეჰაგელი – 47-ე, ლუის არაგონესი – 48-ე, ფრანკ რაიკაარდი – 57-ე, იოახიმ ლიოვი – 66-ე, დიდიე დეშამი – 73-ე, მარსელო ბიელსა – 77-ე, მირჩა ლუჩესკუ – 87-ე, კლაუდიო რანიერი – 90-ე, ანტონიო კონტე – 93-ე, რობერტო მანჩინი – 97-ე, ტოპასეულის ბოლო ადგილზეა როი ჰოჯსონი.

TOP 100-ში სამი ქალი მწვრთნელია: ამერიკელი ჯილ ელისი (მე-40 ადგილი), გერმანელები – ტინა ტოინი (74) და სილვია ნაიდი (81).