სერ ალექს ფერგიუსონმა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სადოღე ცხენი შეიძინა #1TVSPORT
სერ ალექს ფერგიუსონმა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სადოღე ცხენი შეიძინა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი ყველაზე ძვირად ღირებული სადოღე ცხენის მფლობელი გახდება, რაც კი ოდესმე ღია აუქციონზე გაყიდულა.

ექვსი წლის ბარიერისტი „კოლდუელ პოტერი“ 633 ათას ფუნტად შეფასდა და ის დიტჩითში, მწვრთნელ პოლ ნიკოლსის იპოდრომზე დააბინავეს.

აქამდე ღია აუქციონზე ცხენის სანაცვლოდ გადახდილი სარეკორდო თანხა იყო 620 ათასი ფუნტი. სწორედ ამ თანხად შეიძინა 2019 წელს დარენ იეიტსმა ცხენი „ინტერკონექტედი“.

სერ ალექს ფერგიუსონი, დიდი ხანია, დოღის თაყვანისმცემელია, სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ მან თავი მთლიანად მიუძღვნა საყვარელ საქმეს. მის ცხენებს არაერთხელ მოუგიათ პრესტიჟული დოღები.