ერიკ თენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები მათ კარიერაში ყველაზე რთული წინასასეზონო მომზადების შესახებ გააფრთხილა #1TVSPORT
ერიკ თენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები მათ კარიერაში ყველაზე რთული წინასასეზონო მომზადების შესახებ გააფრთხილა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა უკვე დაიწყო მზადება სადებიუტო სეზონისთვის. ნიდერლანდელმა მოითხოვა ყველა მოთამაშეზე სრული დახასიათება, სანამ პირადად შეხვდება მათ. მას სურს წარმოდგენა შეიქმნას თითოეულ მათგანზე, – დაწერა გაზეთმა Mirror-მა.

ამასთან, „იუნაიტედის“ ახლად დანიშნულმა მწვრთნელმა, ისე რომ დრო არ დაუკარგავს, განიმტკიცა თავისი ავტორიტეტი, როცა მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ – სად აპირებენ მოთამაშეები ზაფხულში დასვენებას. ის ცნობილია თავისი სკურპულოზური მიდგომით და ამბობენ, რომ 52 წლის მწვრთნელი განწყობილია იმისთვის, რომ დაწვრილებით შეისწავლოს თავისი მოთამაშეები, სანამ ისინი მასთან მუშაობას დაიწყებენ.

საქმისადმი მსგავსი მიდგომა უკვე შეადარეს იმას, რასაც აკეთებდა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც თავის მოვალეობად მიიჩნევდა – ცოდნოდა ყველაფერი საკუთარ მოთამაშეებზე როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

იტყობინებიან, რომ თენ ჰაგს სურს იცოდეს ყველაფერი თავისი ფეხბურთელების ოჯახებსა და მათ საშინაო ცხოვრებაზე, რათა სრულად შეაფასოს მოთამაშეთა ხასიათი. მმართველობისადმი მკაცრი და დეტალური მიდგომის გამო, თენ ჰაგმა მოთამაშეებს შორის მიიღო მეტსახელი „დირექტორი“.

ადრე ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ ისინი შვებულებიდან დათქმულ დროზე ორი კვირით ადრე უნდა დაბრუნდნენ, რათა ნაადრევად შეუდგნენ საქმეს. „იუნაიტედის“ ერთმა ყოფილმა მოთამაშემ, რომელსაც თენ ჰაგის ხელმძღვანელობით უთამაშია, მანჩესტერელ ფეხბურთელებს უთხრა, რომ ახალი მწვრთნელი აიძულებს მათ „იოცნებონ პრესინგზე ძილის დროს“.

ფეხბურთელებს ასევე მოუყვნენ თენ ჰაგის მრისხანე მხარეზე. ასევე იმაზე, როგორ შეუძლია მას შიში ჩანერგოს ფეხბურთელებში მხოლოდ ერთი მზერით, თუ ისინი არ შეასრულებენ მის მოთხოვნას. ნიდერლანდელმა გააფრთხილა ფეხბურთელები, რომ ისინი დაბრუნების მომენტში კარგ ფორმაში უნდა იყვნენ და მოემზადონ კარიერაში ყველაზე რთული წინასასეზონო მზადებისთვის.