ფერგიუსონისა და მოურინიოს ციტატები ინგლისური ენის ლექსიკონში შეიტანეს #1TVSPORT
ფერგიუსონისა და მოურინიოს ციტატები ინგლისური ენის ლექსიკონში შეიტანეს #1TVSPORT

ლეგენდარული მწვრთნელების, სერ ალექს ფერგიუსონისა და ჟოზე მოურინიოს ციტატები ოქსფორდის ინგლისური ენის განახლებულ ლექსიკონში შეიტანეს, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN-ის ოფიციალური ვებგვერდი.

აღნიშნავენ, რომ ლექსიკონი შეიცავს 600 ათას სიტყვას, 3 მილიონ ციტატას და ის 1000 წლის განმავლობაში ინგლისური ენის შესახებ საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს.

ლექსიკონში შეიტანეს ორი ციტატა: „ავტობუსის დაპარკინგება“ მოურინიოსგან და Squeaky bum time (სიტყვასიტყვით: „ხრაშუნა უკანალის დრო“) ფერგიუსონისგან.

ფერგიუსონის ციტატა დათარიღებულია 2003 წლით, როცა მან კომენტარი გააკეთა „არსენალთან“ მატჩის წინ: „მათ („არსენალს“) თასის გადათამაშება აქვთ „ჩელსისთან“ და თუ მოიგებენ, ნახევარფინალი ელოდებათ იქამდე სამი დღით ადრე, სანამ ჩვენ შეგვხდებიან ჩემპიონატში. მაგრამ მათ ხომ თქვეს, რომ ტრებლს მოიგებენ? დადგა Squeaky bum time-ის დრო, ჩვენ გაგვაჩნია გამოცდილება, რომ ამას გავუმკლავდეთ“.

მოურინიომ პირველად ფრაზა „დაპარკინგებული ავტობუსი“ 2004 წელს გამოიყენა – „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ. ამით პორტუგალიელმა სპეციალისტმა გააკრიტიკა მეტოქის დაცვითი სტილი.

ასევე ლექსიკონში შეიტანეს სხვა საფეხბურთო ტერმინები: „რაბონა“, „პანენკა“, „ტოტალური ფეხბურთი“, „გეგენპრესინგი“, „ტიკი-ტაკა“, „ცრუ ცხრიანი“, „ტრეკვარტისტა“ და „ზონალური მეურვეობა“.