ალჟირში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ილ-76“-ია
ალჟირში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ილ-76“-ია

ალჟირში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო-სატრანსპორტო „ილ-76“-ია. ის ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თვითმფრინავის ბორტზე სხვდასხვა მონაცემით, 100-დან 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მგზავრთა უმრავლესობა სამხედრო იყო.

ამჟამად „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ახლომდებარე გზებზე გადაკეტილი მოძრაობა.

2014 წელს ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 77 ადამიანი დაიღუპა. მაშინ ბორტზე მყოფთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.