ალჟირში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო-სატრანსპორტო „ილ-76“-ია. ის ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თვითმფრინავის ბორტზე სხვდასხვა მონაცემით, 100-დან 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მგზავრთა უმრავლესობა სამხედრო იყო.
ამჟამად „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ახლომდებარე გზებზე გადაკეტილი მოძრაობა.
2014 წელს ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 77 ადამიანი დაიღუპა. მაშინ ბორტზე მყოფთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.