ალბანეთში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 31 ადამიანი.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. სტიქიამ ყველაზე მეტად სანაპირო ქალაქი დურესი და ტირანას მახლობლად მდებარე ქალაქ თუმანე დააზარალა.
მიწისძვრის შედეგად დაშავდა 650 ადამიანი. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 20-მდე პირი, 2500 მცხოვრები კი იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა.
გუშინ საღამოს ალბანეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას აღწევდა.