ალანიამ სადებიუტო მატჩში „მონტობანი“ დაალელოვა [ვიდეო]
ალანიამ სადებიუტო მატჩში „მონტობანი“ დაალელოვა [ვიდეო]

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ „პროდ2“-ის (ProD2) კლუბ „ორიაკში“ წარმატებული დებიუტი ჰქონდა 19 წლის ქართველ ცხრა ნომერ მიხეილ ალანიას. ეს გათამაშების მეოთხე ტურში, სტუმრად, „მონტობანის“ წინააღმდეგ მოხდა.

ალანია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან, ბერნარ რეჯიარდოს ნაცვლად ჩაერთო და შეხვედრის მიწურულს თავისი გუნდის ერთადერთი ლელო დადო. 77-ე წუთზე, მეტოქის ხაზის გაჭრის შემდეგ თომას ვინსენმა ბურთი მიხეილ ალანიას ამოუგდო, რომელიც მბოჭავებს გაექცა და ბურთი ლელოში დაამიწა.


„ორიაკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ბურჯი – გიორგი ქართველიშვილი. საბოლოოდ, ქართველების კლუბმა „მონტობანი“ ანგარიშით 20:11 დაამარცხა და ოთხი ტურის შემდეგ ცხრა ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.